|
2016-04-11 16:20:29, 696 ნახვა
პოლიტიკა
ნათელაშვილი ე.წ. პანამის დოკუმენტებზე ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს
„ლეიბორისტების“ ლიდერი შალვა ნათელაშვლი პროკურატურას ბიძინა ივანიშვილის ობშორულ წილებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის დაუყოვნებლივ აღძვრას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ნათელაშვილი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანით იმუქრება. “მოვუწოდებ საქართველოს მთავარ პროკურატურას აღძრას სისხლის სამართლის საქმე, ბიძინა ივანიშვილის მიერ დეკლარაციაში ქონების გადამალვის და ფულის გათეთრების ფაქტებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით იძულებულნი უახლოეს ხანში მივმართოთ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ე.წ. პანამის დოკუმენტებს. ცნობისთვის, საგამოძიებო ჟურნალისტიკის კონსორციუმმა სკანდალური დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებშიც მსოფლიო ლიდერების მიერ ფულის გათეთრების ფაქტებზეა საუბარი. ჟურნალისტებმა პანამაში რეგისტრირებული იურიდიული კომპანიის მოსაკ ფონსეკას საიდუმლო დოკუმენტები გახსნეს. დაახლოებით 11 მილიონი დოკუმენტიდან იკვეთება, თუ როგორ იყენებდნენ მსოფლიოს ცნობილი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ე.წ. საგადასახადო სამოთხეებს (ოფშორულ ზონებს) ფულის გასათეთრებლად და გადასახადებისგან თავის ასარიდებლად. ერთ-ერთ დოკუმენტში ნახსენებია საქართველო, კერძოდ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. ბრიტანული ვირჯინიის კუნძულების საფინანსო გამოძიების სააგენტოსა და მოსაკ ფონსეკას შორის არსებული მიმოწერიდან ირკვევა, რომ ვირჯინიის კუნძულებზე 2011 წელს დაარსებული კომპანია Lynden Management-ის მფლობელი ივანიშვილია. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, მოსაკ ფონსეკას მომსახურებით აქტიურად სარგებლობდნენ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირები, რომლებმაც 2 მილიარდი ამერიკული დოლარი გაათეთრეს. ინფორმაციის გაჟონვამდე ერთი კვირით ადრე კრემლმა გაავრცელა ცნობა, რომ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ მასშტაბური ინფორმაციული თავდასხმა მზადდებოდა. დოკუმენტები ასევე შეიცავს უკრაინის პრეზიდენტის, ისლანდიისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრების, აზერბაიჯანის პრეზიდენტის შვილების, საუდის არაბეთის მეფისა და ფიფას მაღალჩინოსნების მიერ კონტროლირებული კომპანიების შესახებ. დოკუმენტებში ჩანს ფეხბურთელ ლიონელ მესისა და მისი მამის სახელები. ესპანეთში მესის მიერ გადასახადებისთვის თავის არიდებასთან არსებული ეჭვების გამო გამოძიება უკვე მიმდინარეობს. მოსაკ ფონსეკა პანამური იურიდიული ფირმაა. ის ოფშორულ ზონებში, როგორიცაა შვეიცარია, კვიპროსი და ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, კომპანიებს არეგისტრირებს.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)