|
2016-04-11 15:00:40, 519 ნახვა
საზოგადოება
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე 2016-17 წლების სამოქედო სტრატეგია განიხილეს
დღეს არის სამმხრივი კომისიის შეხვედრა, რომელზეც მთელ რიგ კონვენციებზე იქნება მსჯელობა, - ამის შესახებ შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მინისტრის თქმით, ამ კომისიას ძირითადი ფუნქცია არის, პოლიტიკის შემუშავება შრომის მიმართულებაზე. როგორც სერგეენკომ აღნიშნა ამ სტრატეგიის შემუშავება მოიცავს შრომითი დავების მედიაციას, შრომის ინსპექციასა და ასევე საერთაშორისო კონვენციებთან მიერთების საკითხებს. „ეს არის ძირითადი პოლიტიკის განმსაზღვრელი და ანალიტიკური სტრუქტურა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. მსჯელობა ასევე იქნება მინიმალურ ხელფასებზე, მინიმალური ხელფასი იმას აღნიშნავს, რომ ჩვენ ამას ახლა შემოვიღებთ იმიტომ რომ მინიმალურ ხელფასს აქვს თავისი პლუსი, მაგრამ არანაკლები მინუსიც“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. როგორც მინისტრმა განმარტა ყველა ქვეყანა არ იზიარებს ამას. „დღეს ამაზე დისკუსია იქნება. საქმიანი მსჯელობა და არა გადაწყვეტილების მიღება. მით უმეტეს ციფრებში გამოხატული“, - განაცხადა სერგეენკომ კომისიის სხდომაზე 2016-17 წლების სამოქედო სტრატეგია განიხილეს, რომელიც შრომის კოდექსის, შრომის ინსპექციის, მედიაციის, საპენსიო პოლიტიკის, მინიმალური ხელფასის ოდენობის, განათლებისა და საინვესტიცო პოლიტიკის საკითხებს მოიცავდა. შეხვედრაზე სოციალური ქარტიის გარკვეული მუხლების რატიფიცირების შესახებაც იმსჯელეს. ასევე 144-ე მუხლის რატიფიცირება განიხილეს რომელიც მთავრობის დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ურთიერთთანამშრომლობის პრინციპებს ემსახურება. შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის წევრები შრომის ჯანმრთელობის დაცვისა და სოც საკითხთა მინისტრი დავით სერგეენკო, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და ასევა დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებების შრომის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)