|
2016-04-11 14:59:17, 419 ნახვა
პოლიტიკა
2016 წლის ნატოს კვირეული გრძელდება
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საჯარო ლექცია გამართა. ლექციის თემა „ნატოს ვარშავის სამიტის მოლოდინები“ იყო. ღონისძიება ნატოს კვირეულის ფარგლებში გაიმართა. კვირეული ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით 4 აპრილს დაიწყო. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწემ ტედ ვაითსაიდმა გახსნეს. კვირეულის ფარგლებში დედაქალაქსა და რეგიონებში უკვე ჩატარდა სხვადასხვა ტიპის ღონისძიება, მათ შორის, ორდღიანი სემინარი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პედაგოგებისთვის, საინფორმაციო ცენტრის ახალქალაქის რეგიონული ოფისის გახსნა, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, ჟურნალისტიკის სკოლის ვიცე-დეკანის შეხვედრა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან და სხვა. ასევე, იგეგმება პროექტი „ერთი დღე ჯარში“ მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის. გამწვანების აქცია გურიაში, სტუდენტების ვიზიტი კიბერუსაფრთხოების ბიუროში, კონკურსები, კონფერენციები, დებატები და სპორტული ღონისძიებები. ცნობისთვის, ნატოს კვირეული საქართველოში წელს მეცხრედ ტარდება. ღონისძიება სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, თავდაცვის სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)