|
2016-04-11 14:36:35, 404 ნახვა
პოლიტიკა
სანიკიძე NDI-ს კვლევაზე: როდესაც დასკვნა გამოგვაქვს, არ შეიძლება ეს მხოლოდ ერთ კვლევას ეყრდნობოდეს
“ერთი რამ რაც დაზუსტებით ვიცით, არის ის, რომ როდესაც ვაპირებთ რაიმე დასკვნა გამოვიტანოთ არ შეიძლება, ეს დასკვნები მხოლოდ ერთ კვლევას, ამ შემთხვევაში NDI-ს კვლევას ეყრდნობოდეს”, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისნიტრის თქმით, თითოეული კვლევა მნიშვნელოვანია. როგორც სანიკიძემ აღნიშნა კვლევებში სხვადასხვა ტენდენციები და პრობლემებია ასახული. „არის ძალიან ბევრი სხვადასხვა კვლევა და შესწავლის მექანიზმები. სხვადასხვა მექანიზმები განსხვავებულ შედეგებს გვიჩვენებს. ის, რომ ქვეყანა განვითარების გზაზე დგას და რაღაც პრობლემებს ეტაპობრივად გადალახავს ეს სახეზეა“, - განმარტა თამარ სანიკიძემ. როგორც განათლების მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანას შესაბამისი სტრატეგიაც გააჩნია და ხელისუფლება მიზანმიმართულად მიყვება არჩეულ სტრატეგიას, რათა უკეთესი სიტუაცია უზრუნველყოს. „გაზომვის მექანიზმებს თუ დავუჯერებთ, ვნახავთ, რომ იქ პირიქით უკეთეს მდგომარეობას გვიჩვენებს, ამიტომ სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს“, - აღნიშნა სანიკიძემ. ჟურნალისტის კითხვაზე იქონიებს თუ არა ეს კვლევა არჩევნებზე გავლენას, მინისტრმა აღნიშნა, რომ არჩევნებზე გავლენას ძალიან ბევრი სხვა რამ იქონიებს. „მე არ ვფიქრობ, რომ NDI-ს კვლევას რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან ბევრ რამეს უნდა მიაქციოს ყურადღება“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)