|
2016-04-11 11:58:41, 498 ნახვა
პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა 57%-ის აზრით, 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით, საქართველოში კრიმინალის მიმართულებით მდგომარეობა გაუარესდა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 38%-ის აზრით, 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით, საქართველოში სიტყვის თავისუფლება გაუმჯობესდა, 39% ფიქრობს, რომ მდგომარეობა არ შეცვლილა, 16%-ის შეფასებით, გაუარესდა. კრიმინალთან დაკავშირებით, გამოკითხულთა 5% ფიქრობს, რომ 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით, მდგომარეობა გაუმჯობესდა, 29%-ის შეფასებით, არ შეცვლილა, 57% კი მიჩნევს, რომ ამ მხრივ მდგომარეობა გაუარესდა. კურუფციის მიმართულებით, გამოკითხულთა 10%-ის თქმით, მდგომარეობა 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით გაუმჯობესდა, 40%-ის აზრით, არ შეცვლილა, ხოლო გამოკითხულთა 38% ამბობს, რომ გაუარესდა. რაც შეეხება სასამართლო სისტემას, გამოკითხულთა 14% მიჩნევს, რომ ამ კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესდა, 34%-ის აზრით, არ შეცვლილა, 21% კი აცხადებს, რომ მდგომარეობა გაუარესდა. უმცირესობათა უფლებებთან დაკავშირებით, გამოკითხულთა 18% აცხადებს, რომ 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით, მდგომარეობა გაუმჯობესდა, 47%-ის შეფასებით, არ შეცვლილა, 13% კი აღნიშნავს, რომ მდგომარეობა გაუარესდა. ქალების უფლებების მიმართულებით, გამოკითხულთა 24% -ის შეფასებით, მდგომარეობა გაუმჯობესდა, 53%-ის მოსაზრებით, მდგომარეობა არ შეცვლილა, ხოლო 12% ფიქრობს, რომ 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით, ამ კუთხით, ვითარება გაუარესდა. კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში მიმდინარეობდა. საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე, 3,900 პირი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)