|
2016-04-11 11:45:39, 396 ნახვა
პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა 40%-ის აზრით, საქართველო ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობის 40%-ის შეფასებით, საქართველო ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება. კერძოდ, კითხვაზე, როგორია საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა, რესპონდენტთა 1 %-მა აღნიშნა, რომ ძალიან კარგია, 2 %-მა აღნიშნა, რომ კარგია, 29 %-ის აზრით საშუალოა, 40 % თვლის, რომ ცუდია, 26 % ფიქრობს, რომ ძალიან ცუდია, 2 %-მა კი შეკითხვაზე პასუხი არ იცის. ამასთან, გამოკითხულთა 53 % -ის აზრით, საქართველოში ეკონომიკური პრობლემების მთავარი გამომწვევი მიზეზი გლობალური ეკონომიკური პრობლემებია. რესპონდენტთა 61 %-ი თვლის, რომ ეს ახლანდელი მთავრობის შეცდომებს უკავშირდება, ხოლო 59 %-ის ვარაუდით, შექმნილი ვითარება წინა მთავრობის შეცდომებითაა გამოწვეული. გარდა ამისა, გამოკითხულთა 1% აზრით, მათი ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან გაუმჯობესდა, 19% თვლის, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა ნაწილობრივ გაუმჯობესდა, 48% მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა იგივე დარჩა, 13%-ის აზრით ეკონომიკური მდგომარეობა ნაწილობრივ გაუარესდა, 4%-მა აღნიშნა, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან გაუარესდა, 16%-ი კი აღნიშნავს, რომ არ იცის. კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში მიმდინარეობდა. საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე, 3,900 პირი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)