|
2016-04-10 12:58:49, 775 ნახვა
სამართალი
პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმეზე დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების საქმეზე დაკავებულ 6 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გუშინ ღამით, 5 საათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო. დაცვის მხარის მტკიცებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საჭიროება არ არსებობდა. ადვოკატებს პრეტენზია მუხლის კვალიფიკაციასთან დაკავშირებითაც აქვთ: “მტკიცებულებების თვალსაზრისით, ჩაიდინა თუ არა ეს დანაშაული, ამ მხრივ ძალიან უჭირს, არა მარტო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, ზოგადად ამ საქმეში ბრალდებას. იქ კვალიფიკაციაზე გვაქვს ასევე პრეტენზია დაცვას.რეალურად ამნისტირებულ მუხლზე ედავებიან ბრალდებულებს. ვასილ ლელუაშვილს, ვისაც მე ვიცავ, სხვა საქმეზე 3 წელი და 3 თვეა რაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს გირაო. ყოველ კვირა პროკურატურაში დადის, პასპორტი აქვს ჩაბარებული.მოსამართლემ არ აიღო თავის თავზე ის წნეხი, რაც მოყვებოდა მათ გათავისუფლებას,“ – განაცხადა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა. კიდევ ერთი ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებენ: "რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ, არა მარტო სააპელაციო სასამართლოში, ვგეგმავთ ადამიანის უფლებათ ევროპულ სასამართლოში გასაჩივრებასაც, სადაც დადგინდება ნამდვილად, რომ მოსამართლემ ფეხქვეშ გათელა ადამიანის უფლებები და დაარღვია ყველაზე ფუნდამენტური უფლება თვისუფლების უფლება. მტკიცებულება არ არის, შესაბამისად, არც ბრალის გამოტანის საფუძველია და არც აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საფუძველი. პროკურორი მაია ჯვარშეიშვილ კი ამბობს, რომ მოსამართლემ აბსოლუტურად კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო: “ბრალდების მხარის პოზიცია ეყრდნობა მტკიცებულებებს, საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტალურ მასალას, მოწმეთა ჩვენებებს, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ერთადერთი კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილებაა,“ - განაცხადა ჯვარშეიშვილმა. სასამართლო სხდომა პროკურატურის მოთხოვნით დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლენილი არიან ის პირები, რომელთა მიერ გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვება და შენახვა განხორციელდა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, პროკურატურამ ამ დანაშაულში მონაწილე 5 პირი დააკავა, ერთი პირის- გიგლა შიოშვილის დაკავება იმ ეტაპზე ვერ მოხერხდა, თუმცა, მოგვიანებით ის სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა. ერთ პირს კი, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.
ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რევაზ შიუკაშვილი; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ყიფშიძე; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ყოფილი უფროსი ზურაბ პავლიაშვილი; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე გიგლა შიოშვილი.
18 ევროპარლამენტარი EU-ს მიმართავს, შეაფასონ იმედის საქმიანობა, განსაზღვრონ შესაძლო ზომები
დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
პაპუაშვილი ფიშერზე: მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა დიფ სთეითზე, დაგვცინის
EU-ის წერილი ოპოზიციას: საქართველოს კარი ევროკავშირში კვლავ ღიაა, თუ ოცნება კურსს შეცვლის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)