15:33 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 21:11:02, 1050 ნახვა

საზოგადოება
სასამართლომ ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მშობლების აქციაზე დაკავებული თამარ იარაჯული გაათავისუფლა

ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მშობლების აქციაზე დაკავებული თამარ იარაჯული სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა.

სასამართლომ თამარ იარაჯული გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა.

მოსამართლე დავით წერეთელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული თამარ იარაჯული ადმინისტრაციული სახდელის გარეშე დაეტოვებინა და ის სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაეთავისუფლებინა. 

სასამართლო პროცესის შემდეგ თამარ იარაჯულმა აღნიშნა, რომ ის მოსამართლის ასეთ გადაწყვეტილებას არ ელოდა. იარაჯული მოუწოდებს მთავარ პროკურორს და შს სამინისტროს, შეისწავლონ საპროტესტო აქციაზე გადაღებული კადრები. მისი თქმით, პოლიცია მასზე ძალადობდა.

"მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლიანი იყო. მადლობა მას ამისთვის. ნამდვილად აღარ მოველოდი ასეთ გადაწყვეტილებას მიმდინარე მოვლენების შემდეგ. მაგრამ ვთხოვ მთავარ პროკურორს, ასევე შს სამინისტროს, აუცილებლად შეისწავლონ ის კადრები, რომლებიც გადაღებულია აქციაზე, სადაც პოლიცია ჩემზე ძალადობდა", - განაცხადა თამარ იარაჯულმა. 

ცნობისთვის, დღეს, საბავშო ბაღების აღსაზრდელების მშობლებმა ბაღების მართვის სააგენტოს შენობასთან  გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს. 

აქტივისტებს შორის მყოფი  არასამთავრობო ორგანიზაცია "მშობლების საინფორმაციო ცენტრის" წარმომადგენელი თამარ იარაჯული პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics