|
2016-04-08 12:39:03, 843 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საკმაოდ დიდი თანხები ქართველ შემსრულებლებზე დაიხარჯოს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პროექტი- Check in Georgia-სთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა. ქუმსიშვილის თქმით, კონცერტები ტურიზმზე უაღრესად დადებით შედეგს მოახდენს. „თანხები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, 55 ათასი საერთაშორისო მგზავრი უნდა დაგვემატოს მარტო ამ გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად, ეს თანხები შემოვა. ეს არის თანხები, რომლებიც ნაწილდება 35 ფესტივალზე, ეს არ არის თანხა, რომელიც ნაწილდება ვარსკვლავებზე, ანუ ვარსკვლავებს რაც ეხება, იქ არის კონკრეტული ლიმიტირებული თანხები, ეს არის პირველ რიგში 27 მაისს ჩასატარებელი ღონისძიება”, - განაცხადა ქუმსიშვილმა. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ საკმაოდ დიდი თანხები დაიხარჯოს ქართველ შემსრულებლებზე, ქართული კულტურის განვითარებაზე. „პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტში იქნება ღონისძიება, რომ შიდა ტურიზმი განვითარდეს. ჩვენ უდიდესი პოტენციალი გვაქვს, რომ შიდა ტურიზმი წავახალისოთ", - განაცხადა ქუმსიშვილმა. Check in Georgia კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება. პროექტ check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოში რობი უილიამსის გარდა, ჯგუფი Maroon 5, ეროს რამაზოტი და ხოსე კარერასი ჩამოვლენ. პირველ კონცერტს 24 მაისს ეროს რამაზოტი თბილისში, სპორტის სასახლეში გამართავს. შემდეგ 27 მაისს „დინამო არენაზე“ რობი უილიამსი იმღერებს, 7 ივნისს ბათუმში Maroon 5-ის კონცერტი გაიმართება, ხოლო 18 ივნისს ქუთაისში ხოსე კარერასის კონცერტი მისი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩატარდება, როცა ის მსოფლიოს ემშვიდობება (შემოქმედებით კარიერაში). პროექტ Check in Georgia-სთვის 29 მილიონი გამოიყოფა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)