|
2016-04-07 21:03:07, 334 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი რუმეინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ლაზარ კომანესკუს შეხვდა. როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე რუმინელმა დიპლომატმა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. შეხვედრაზე ყურადღება ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ პროგრესზე და ვარშავის სამიტისთვის მზადებაზე გამახვილდა. „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებში. ჩვენ მივიღეთ აბსოლუტური უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საუბარი საკმაოდ ხანგრძლივი იყო, დეტალურად განვიხილეთ როგორც ორმხრივი ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობები, ასევე, შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე პროცესები. ვისაუბრეთ ერთობლივი ძალებით მოქმედების შესაძლებლობებზე და საერთაშორისო ანუ ნატოს და ევროკავშირის ფორმატებზე, პროცესზე რომელიც ამ დროისთვის ვითარდება ორივე მიმართულებით. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროსთან ისედაც აქტიური თანამშრომლობა გვაქვს, დღეს კი ხელი მოვაწერეთ ორმხრივ მემორანდუმს, რომელიც კონკრეტული ღონისძიებების დამატებაა და თანამშრომლობის გაფართოებას ითვალისწინებს. ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს ექნებათ შესაძლებლობა, განათლება მიიღონ რუმინეთში, რუმინელი სამხედრო მოსამსახურეები კი ჩამოვლენ ჩვენთან და საქართველოში მიმდინარე სწავლებებში ჩაერთვებიან, ისარგებლებენ იმ სიკეთეებით, რაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებობს. შეხვედრებზე ვისაუბრეთ სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის უფრო ეფექტურ გზებზე უფრო მეტ თანამშრომლობაზე შავი ზღვის სეგმენტში. ბუნებრივია, მთავარ საკითხად რჩება ვარშავა და ამიტომ, ჩვენი შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო ერთობლივი სტრატეგია, რომლითაც საქართველო და მისი მეგობრები უნდა წარდგნენ ვარშავის სამიტზე, რათა ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დაცული და კიდევ უფრო მაღალი უსაფრთხოებით შეხვდეს მის წინაშე მდგარ გამოწვევებს“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების გარდა რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში იონ ოპრიშორს შეხვდა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)