|
2016-04-07 15:37:23, 470 ნახვა
პოლიტიკა
მიროტაძე პირადი საიდუმლოების გასაჯაროვებაზე: ცოტა დაგვიანებულიცაა ეს რეგულაცია
"ეროვნული ფორუმის" პირადი ცხოვრების საიდუმლოების გასაჯაროვებაზე სასჯელის გამკაცრებას მხარს უჭერს. როგორც ფრაქციის წევრმა ანი მიროტაძემ პარლამენტში განაცხადა, მყარადაა დარწმუნებული, რომ სასჯელის გამკაცრება ძალიან დიდ ზეგავლენას მოახდენს, დანაშაულის ჩადენის მსურველი პირების გადაწყვეტილებაზე. თუმცა, მიროტაძე ფიქრობს, რომ ეს რეგულაცია ცოტა დაგვიანებულია. "პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მხარს ვუჭერ, არა მხოლოდ მხარს ვუჭერ, მეც ვიყავი იმ ადამიანთა შორის, ვინც ფიქრობდა, რომ უნდა გამკაცრებულიყო სასჯელი და გადასულიყო მძიმე კატეგორიის დანაშაულში, არა იმიტომ, რომ მორალური ვალდებულებაა მხოლოდ და ამას არ ექნება შედეგი. მყარად ვარ იმაში დარწმუნებული, რომ სასჯელის გამკაცრება ძალიან დიდ ზეგავლენას მოახდენს დანაშაულის ჩადენის მსურველი პირების გადაწყვეტილებაზე და მგონია, რომ ცოტა უფრო დაგვიანებულიც არის ეს რეგულაცია. მე არ ვფიქრობ, რომ ამას მხოლოდ პრევენციული ხასიათი აქვს და არ ვფიქრობ, რომ კანონის მიღება არაფერს არ შეცვლის, ეს სხვა საქმეა, რამდენად კომპლექსური იქნება ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ბაზა საკანონმდებლო, რომლის მიხდვითაც მოხდება დაკვალიფიცირება მსგავსი ტიპის დანაშაულის. მე და ჩემი ფრაქცია ამ საკანონმდებლო ინიციატივას მხარს ვუჭერთ",-განაცხადა ანი მიროტაძემ. პირადი ცხოვრების საიდუმლოების გასაჯაროებისა და ხელყოფისათვის სასჯელის გამკაცრების მიზნით მომზადებულ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)