|
2016-04-07 11:57:45, 485 ნახვა
საზოგადოება
”საუკეთესო ინოვაციური სერვისი” - საქართველოს ”112”-მა მსოფლიოს 82 ქვეყანას შორის გაიმარჯვა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტი, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი წვლილისთვის, მსოფლიოს 82 ქვეყანას შორის, გამარჯვებული უკვე მესამედ გახდა. შსსს-ს ინფორმაციით, 6 აპრილს, პრაღაში, ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს „112“ ნომინაციაში - „ინოვაციური სერვისი“ სმს და ვიდეოზარის სერვისით - საუკეთესოდ აღიარეს. შსს-ს „112“-ის დეპარტამენტი ინოვაციური სერვისებისა და დაკავშირების ალტერნატიული არხების დანერგვაზე მუდმივად მუშაობს. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრისთვის მნიშნელოვანია, რომ საქართველოში მყოფმა ნებისმიერმა მოქალაქემ საგანგებო სიტუაციებში „112“-თან დაკავშირება შეძლოს. ამ მიზნით, საქართველოს „112“-მა 2015 წლიდან სმს და ვიდეოზარის სერვისი დანერგა. ახალი სერვისი ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად დაუკავშირდნენ გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერს. სმს და ვიდეოზარის სერვისით სარგებლობა24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. სერვისი უფასოა და მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს. „112“-ში შესულ შეტყობინებებს ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები იღებენ. სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ვებ-გვერდზე www.112.ge. პროექტი გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა. ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია (EENA) დაჯილდოების ცერემონიას სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად ატარებს. სპეციალური ჯილდო კონკრეტულ პირებსა და ორგანიზაციებს, დისპეტჩერებსა და საგანგებო სიტუაციების მართვის იმ ცენტრებს გადაეცემათ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ერთიანი საგანგებო ნომრის - „112“-ის მომსახურების გაუმჯობესებისა და ცნობადობის გაზრდის პროცესში. დაჯილოდების ცერემონიას პრაღაში, საქართველოს შსს-ს „112“-ის დეპარტამენტის წარმომადგენლების გარდა, 82 ქვეყნის 600-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა, მათ შორის, გადაუდებელი დახმარების სფეროს ექსპერტები, ევროპარლამენტარები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ასოციაციების წევრები. ცერემონიის დასრულების შემდეგ, მიწვეულმა სტუმრებმა გამოფენა დაათვალიერეს, სადაც გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში უახლეს ტექნოლოგიებსა და მიღწევებს გაეცნენ. საქართველო ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ოფიციალური და სრულუფლებიანი წევრი 2013 წლის 3 სექტემბერს გახდა.
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)