|
2016-04-07 11:27:52, 354 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება. სამინისტროს ინფორმაციით, რუმინეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ თინათინ ხიდაშელი რუმინელ კოლეგასთან მიჰეა მოტოჩთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. რუმინეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში ასევე იგეგმება ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში 2016 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის გაფორმება. „რუმინეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარია, მუდამ ჩვენს გვერდში დგას ყველა ფორუმზე, ყველა ღონისძიებაზე. როდესაც ამ ქალაქში ჩამოდიხარ, ზუსტად იცი, რომ მეგობრებს შორის ხარ. ჩვენი ამოცანაა, რომ სწორედ, მეგობრებთან ვარშავის სამიტამდე დეტალებში გავიაროთ ყველა ის საკითხი, რომელიც ამ მიმართულებით, ამ გზაზე დგას; ყველა ის წინადადება, რომელზეც ახლა მიდის მუშაობა ბრიუსელში, ყველა მოსაზრება, ყველა შეხედულება. ჩვენ მეგობრებთან ვართ და ამიტომ, გვაქვს კომფორტი, დეტალებში მათი რჩევებით ვიმოქმედოთ ვარშავის სამიტამდე გასავლელ გზაზე“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი რუმინელმა კოლეგამ ეროვნული სამხედრო კლუბის სასახლეში - მარმარილოს დარბაზში ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა. რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია თინათინ ხიდაშელის შეხვედრები პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში იონ ოპრიშორთან კონტროჩენის სასახლეში, ასევე ორმხრივი შეხვედრა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლაზარ კომანესკუსთან.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)