|
2015-02-19 12:59:15, 509 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინაში მაიდნის წლისთავს გიორგი მარგველაშვილი დაესწრება
კიევში მაიდნის წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიალში, რომელიც უკრაინის ხელისუფლების ორგანიზებით იმართება, საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა. "ბატონი პრეზიდენტი მიემგზავრება უკრაინაში ერთი დღით, სადაც ის მონაწილეობას მიიღებს იმ ღონისძიებაში, რომელსაც გეგმავს უკრაინის ხელისუფლება“, - განაცხადა საგანელიძემ. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ოფიციალური მიწვევა უკვე მიიღო, თუმცა მის წასვლასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. ცნობისთვის, მაიდნის წლისთავი კიევში ხვალ, 20 თებერვალს აღინიშნება. მზადება დღს საღამოდან დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)