19:21 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-05 15:00:53, 351 ნახვა

პოლიტიკა
თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. მთავრობამ "თავდაცვის უწყებას" ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება მისცა

თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. მთავრობამ "თავდაცვის უწყებას" ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება მისცა, - ამის შესახებ ინფორმაციას "რია-ნოვოსტი" ე.წ. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
"თავდაცვის უწყების" ინფორმაციით, ბრძანება უკვე სრულდება. აღსანიშნავია, რომ გარდა ამისა, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ორმხრივი შეთანხმება მზადდება.
„ჩვენ მივიღეთ ბრძანება შევწყვიტოთ ცეცხლი“, - განაცხადა მთიანი ყარაბაღის "თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერმა" სენორ ასრატიანმა. 
ბრძანება ადგილობრივი დროით 12:00 საათზე გაიცა. 
შეგახსენებთ, რომ კონფლიქტი მთიან ყარაბაღში 2 აპრილს დაიწყო, როდესაც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის ჯარებმა ცეცხლი გახსნეს, მაშინ როდესაც ანალოგიური ბრალდებით სომხეთის მხარე გამოდიოდა. კონფლიქტის ზონაში 33 ადამიანი გარდაიცვალა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics