|
2016-04-05 11:45:43, 503 ნახვა
პოლიტიკა
ფილიპ ბრიდლავი: თუ პუტინი საზღვარზე გადავა ნატო-სთან ექნება საქმე
რუსეთის სამხედრო აგრესიის შესაკავებლად ნატო-მ აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში საკუთარი ძალები უნდა განალაგოს, - ამის შესახებ BBC ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურის ფილიპ ბრიდლავის ინტერვიუზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, ნატო რუსეთის ქმედებებს უნდა აკვირდებოდეს, რადგან პუტინი არმიაში ინვესტირებასა და სამხედრო პოტენციალის გაზრდას განაგრძობს, “თუ პუტინი საზღვრის იქით გაიხედება, მიხვდება რომ იქ ნატო-ა და არა რომელიმე ქვეყანა, ხოლო საზღვარზე თუ გადავა ნატო-სთან ექნება საქმე“, - განაცხადა ბრიდლავმა. როგორც ბრიდლავი თვლის, ვლადიმერ პუტინმა ძლიერი არმიის შექმნა შეძლო. მანამდე აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რობერტ უორკმა განაცხადა, რომ პენტაგონი აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების გაზრდას გეგმავს, კერძოდ, რეგიონში მძიმე ჯავშანტექნიკა და 4 200 სამხედრო განლაგდება. პენტაგონის მოსაზრებით, ეს ზომა აუცილებელია აღმოსავლეთ ევროპის რუსეთის „მზარდი“ აგრესიის დასაცავად, თუმცა გეგმა ჯერ აშშ-ის კონგრესმა უნდა დაამტკიცოს.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)