|
2016-04-04 14:58:59, 731 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი: ჰიდროელექტროსადგურების პროექტები უფრო კონკურენტუნარიანია, ვიდრე ქარისა და მზის
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჰიდროელექტროსადგურების პროექტები უფრო კონკურენტუნარიანი, ვიდრე ქარისა და მზის. ამის შესახებ პრემიერმა Caspian Energy-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მუშაობა მიმდინარეობს ქარის ენერგიის პირველ პროექტზე. „მდიდარი ჰიდრორესურსების გარდა, ჩვენ განვავითარებთ სხვა ალტერნატიულ ენერგორესურსებსაც, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჰიდროელექტროსადგურების პროექტები უფრო კონკურენტუნარიანია, ვიდრე ქარისა და მზის ენერგიის პროექტები. მიუხედავად ამისა, მიმდინარეობს მუშაობა ქარის ენერგიის პირველ პროექტზე (20 მეგავატი, რომელიც შეიძლება 100 მეგავატამდეც გაიზარდოს). ახლახანს ამოქმედდა სუფთა აზომვის რეგულაცია, რომლის მიზანიცაა საბოლოო მომხმარებელთა სტიმულირება. გარდა ამისა, განიხილება რამდენიმე პროექტის იდეა, რომელთა მიზანიცაა ბიომასისა და გეოთერმული რესურსების გამოყენება სოფლად და ენერგოქსელის მიღმა მდებარე ტერიტორიებზე გათბობის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)