|
2016-04-04 11:46:51, 440 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: აღარ იქნება იმაზე საუბარი, რომ ამომრჩეველმა ერთი პარტიის ხათრით მეორეს, ან მესამეს მისცეს ხმა
ვიცე-პრემიერ კახი კალაძის შეფასებით, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვინაიდან ქვეყანაში სხვადახვა გემოვნების ამომრჩეველია მათ შესაძლებლობა ექნებათ სწორი არჩევანი გააკეთონ. „უმრავლესობის დაშლაზე გამიჭირდება საუბარი, რადგან ამაზე განცხადება ჯერ არავის გაუკეთებია, თუმცა პროცესს რაც შეეხება ის ძალიან დადებითია. პროცესები რომელიც მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია და ის დემოკრატიულია. 2012 წლიდან საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით, თქვენ იცით რომ სხვადასხვა გემოვნების ამომრჩეველია. ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა გააკეთოს თავისი არჩევანი და არ იქნება მუდმივად იმაზე საუბარი, რომ ერთი პარტიის ხათრით მეორეს ან მესამეს მისცეს ხმა. ძალიან ბევრი შესაძლებლობა ექნება ამომრჩეველს გააკეთოს საკუთარი არჩევანი. პარტიასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არავითარი ცვლილებბა არ იგეგმება“, - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ახალ სახეებს კალაძის განმარტებით, აქცენტი გაკეთებული იქნება სუფთა წარსულზე, განათლებასა და პროფესიონალიზმზე. „ვფიქრობთ უახლოეს დღეებში დავიწყოთ ადამიანების წარდგენა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)