17:18 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 11:32:05, 661 ნახვა

ეკონომიკა
ხადური: სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა.

 როგორც „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, სულ იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულმა თანხამ შეადგინა 2 189 მლნ ლარი, რაც პირველი კვარტლის გეგმას 40 მლნ ლარით აღემატება, ხოლო შესრულების მაჩვენებელი 101,9%-ს შეადგენს.

 მინისტრის ინფორმაციით, ასევე გადაჭარბებულია ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებიც.

 გადასახადების სახით, პირველ კვარტალში მიღებულმა შემოსავალმა ჯამში, 2 048 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმას 46 მლნ ლარით აღემატება, ხოლო შესრულების მაჩვენებელი 102,3%-ს შეადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
რაჟდენ კუპრაშვილი კორუფციაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანის ადვოკატი იქნება
ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა
სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics