|
2016-04-03 14:08:00, 476 ნახვა
პოლიტიკა
სანიკიძე: თუ უმრავლესობიდან და კოალიციიდან გავალთ, პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობას დავტოვებ
„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, თუ კი მისი პარტია კოალიციიდან და უმრავლესობიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ სანიკიძემ ჟურნალისტებს „ექსპო-ჯორჯიაში“ განუცხადა, სადაც „ეროვნული ფორუმის“ ყრილობა მიმდინარეობს. „ეროვნული ფორუმის“ წევრებმა დღეს უნდა მიიღონ ოფიციალური გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, დატოვებენ თუ არა ისინი კოალიციას. „ყრილობის გადაწყვეტილებამდე ჩემს პოზიციას არ დავაფიქსირებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ყრილობის უმრავლეობის გადაწყვეტილებას უსიტყვოდ დავემორჩილები. უმრავლესობის საკითხს ყრილობაზე გავარკვევთ. თუ ჩვენ მივიღებთ გადწყვეტილებას უმრაველობიდან და კოალიციიდან გასვლის შესახებ, მე დავტოვებ თანამდებობას“,-განაცხადა სანიკიძემ და დასძინა, რომ კოლიცია ფაქტობრივად შენარჩუნებული აღარ არის და მას ფორმალური სახე აქვს. „კოალიცია აღარ არის შენარჩუნებული, მაგრამ არის ფორმალურად. ვფიქრობ, დღეს გადაწყდება ეს საკითხი, რომელთა დაკავშირებითაც „ეროვნული ფორუმის“ პოზიცია მნიშვნელოვანი იქნება“,-აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)