|
2016-04-03 13:25:39, 364 ნახვა
პოლიტიკა
მიროტაძე: კოალიციიდან გასვლა უმრავლესობის ამ წუთში დატოვებას არ ნიშნავს
დატოვებს თუ არა „ეროვნული ფორუმი“ კოალიცია „ქართულ ოცნებას“, ოფიციალურად დღევანდელი ყრილობის შემდეგ გახდება ცნობილი, რომელზეც პარტიის დელეგეტთა წევრები ფარული კენჭისყრის მეშვეობით აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ. როგორც „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანი მიროტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ დღეს „ეროვნული ფორუმის“ დელეგატთა უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ფორუმმა კოალიცია დატოვოს, სწორედ ამის შემდეგ, ხვალ გაკეთდება განცხადება უმრავლესობაში დარჩენა, არ დარჩენასთან დაკავშირებით. მიროტაძე დარწმუნებუილია, რომ მისი გადაწყვეტილება „ეროვნული ფორუმის“ წევრების გადაწყვეტილებების მსგავსი იქნება. „თუ დღეს, გადაწყდება კოალიციაში ვიქნებით თუ არ ვიქნებით, ამის შემდგომ ხვალ გავაკეთებთ კიდევ განცხადებას. კოალიციიდან ახლა გასვლა არ ნიშნავს უმრავლესობის ამ წუთში დატოვებას. დღეს ორ მნიშვნელოვან კითხვაზე გასცემს „ეროვნული ფორუმი“ პასუხს, ერთი ის, თუ როგორ გადის „ეროვნული ფორუმი“ 2016 წლის არჩევნებზე-დამოუკიდებლად, თუ საარჩევნო ბლოკში, მეორე- უნდა დატოვოს თუ არა „ეროვნულმა ფორუმმა“ კოალიცია. როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული დღეს, შესაბამისად იქნება ჩვენი ქმედებები სამომავლოდ. მე მჭირდება ლეგიტიმური პასუხი „ეროვნული ფორუმის“ თითოეული დელეგატისგან იმაზე, რომ პოლიტსაბჭომ ისაუბროს, თუ როგორი იქნება „ეროვნული ფორუმის“ სამომავლო მოქმედება. ფარული კენჭისყრის ფორმით დააფიქსირებენ პოზიციას, დარწმუნებული ვარ, ჩემი გადაწყვეტილება ჩემი პარტიის წევრების გადაწყვეტილების მსგავსი იქნება“,-განაცხადა ანი მიროტაძემ.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)