|
2026-05-15 11:27:01, 5144 ნახვა
ეკონომიკა
2026 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციული შემოსავალი 64%-ით გაიზარდა
2026 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 64%-ით გაიზარდა და 27 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 72.7%-ით გაიზარდა და 25.6 მილიონ ლარს გაუტოლდა. ტელემაუწყებლებისთვის 2026 წლის I კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 87.4%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, 7.6% - პროდუქტის განთავსებამ, ხოლო 4.9% - სპონსორობამ დააგენერირა. შემოსავლის 0.03% და 0.01% კი განცხადებებისა და ტელეშოპინგიდან იყო მიღებული. მხოლოდ რადიომაუწყებლების შემთხვევაში, 2026 წლის I კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავალი, 2025 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 15%-ით შემცირდა და 1.4 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 90.2%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ დააგენერირა, 9.1% - სპონსორობამ, 0.6% კი - განცხადებებმა. შეგახსენებთ, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)