|
2026-05-14 17:31:04, 3211 ნახვა
საზოგადოება
BOG Emolas Corporation-თან პარტნიორობს - კულტურული პროექტები აშშ-ში მყოფი ქართველებისთვის
საქართველოს ბანკი ემიგრანტებისთვის სოციალური და კულტურული ინიციატივების მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებულ კულტურული მენეჯმენტისა და პროდაქშენის კომპანია Emolas Corporation-თან გრძელვადიან პარტნიორობას იწყებს. ინიციატივის მიზანია ქართულ დიასპორასთან კავშირის გაღრმავება, ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვანი კულტურული გამოცდილებების შექმნა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია საერთაშორისო აუდიტორიაში. თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი კულტურული ღონისძიება, მათ შორის კონცერტები, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, თეატრალური გასტროლები, კლასიკური მუსიკის საღამოები, ასევე საოპერო და სხვა კულტურული ღონისძიებები. კულტურული ღონისძიებების სერია ივნისიდან - სამეფო უბნის თეატრის გასტროლით დაიწყება და ის სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის მქონე აუდიტორიას მრავალფეროვან კულტურულ გამოცდილებას შესთავაზებს. „საქართველოს ბანკისთვის ემიგრანტების მხარდაჭერა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა. Emolas Corporation-თან პარტნიორობა ამ ხედვის ბუნებრივი გაგრძელებაა და გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ ისეთი კულტურული გამოცდილებები, რომლებიც, ერთი მხრივ, გააძლიერებს კავშირს ემიგრანტებთან, ხოლო მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ქართული კულტურის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციას და მისი ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას. აღსანიშნავია, რომ Emolas Corporation-თან თანამშრომლობა ჩვენთვის ახალი არ არის, იანვარში კარნეგი ჰოლის ისტორიულ სცენაზე ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილების წარმატებული კონცერტიც ამ პარტნიორობის ფარგლებში გაიმართა. სწორედ ამ გამოცდილებამ შექმნა საფუძველი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის, რომელიც მრავალფეროვან კულტურულ პროექტებს მოიცავს. პირველ ეტაპზე დაგეგმილია სამეფო უბნის თეატრის გასტროლი სპექტაკლით „მოახლეები“, ხოლო წლის განმავლობაში არაერთი კულტურული ღონისძიება გაიმართება”, - განაცხადა საქართველოს ბანკის ფიზიკური პირების მარკეტინგის გუნდის უფროსმა, თამარ ნოზაძემ „საქართველოს ბანკთან პარტნიორობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, გავაძლიეროთ კულტურული ინიციატივები აშშ-ში და ქართველ დიასპორას შევთავაზოთ მრავალფეროვანი და ხარისხიანი კულტურული გამოცდილებები. ამავდროულად, ვხედავთ მნიშვნელოვან პოტენციალს და გვჯერა, რომ ეს პროექტები ხელს შეუწყობს ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციას“, - ამბობს სალომე ლილუაშვილი, Emolas Corporation-ის დამფუძნებელი. არ გამოგრჩეთ საქართველოს ბანკის და Emolas Corporation-ის პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ამერიკაში და თვალი ადევნეთ სიახლეებს ამ ბმულზე: https://bankofgeorgia.ge/ka/emigrants/mai
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)