|
2015-02-19 10:12:56, 568 ნახვა
პოლიტიკა
შერგელაშვილი: დავით შავლიაშვილი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, მთავრობის სხდომაზე მოსვლა უბრალოდ ვერ მოახერხა
მთავრობის დღევანდელ სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით შავლიაშვილის ნაცვლად, მისი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი დაესწრო. მედიას ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დაუტოვებია, რადგან შავლიაშვილი სხდომაზე რამდენჯერმე არ იმყოფებოდა. თენგიზ შერგელაშვილმა ჟურნალისტებთან მცირე ყოყმანის შემდეგ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შავლიაშვილმა თანამდებობა დატოვა და აღნიშნა, რომ მან უბრალოდ მთავრობის სხდომაზე მოსვლა დღეს ვერ მოახერხა. მისივე განმარტებით, დავით შავლიაშვილი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. "დავით შავლიაშვილი საქმიანობს, უბრალოდ დღეს ვერ მოახერხა მოსვლა და მოვა. მის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ჩემთვის არაფერია ცნობილი და არც არაფერი იგეგმება. ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში ვმუშაობთ",-განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)