|
2026-05-08 00:57:36, 3140 ნახვა
პოლიტიკა
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ოპოზიციური ალიანსი 4 ოქტომბრის მოვლენების ფარგლებში 10 პირისადმი გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა. მათი შეფასებით, ეს განაჩენი არის არა მართლმსაჯულების აქტი, არამედ რეჟიმის მიერ გაფორმებული პოლიტიკური ანგარიშსწორება. მათი აზრით, ყველა დაკავებული პირი არის პოლიტიკური პატიმარი. ალიანსი მოუწოდებს საზოგადოებას, რომ 26 მაისს, 19 საათზე, შეუერთდნენ აქციას რუსთაველის გამზირზე. "4 ოქტომბერს დაკავებულების მიმართ დღეს გამოტანილი განაჩენი არ არის მართლმსაჯულების აქტი. ეს არის რეჟიმის მიერ გაფორმებული პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს. ყველა დაკავებული პირი არის პოლიტიკური პატიმარი და დღევანდელი გადაწყვეტილება მხოლოდ რეჟიმის პასუხისმგებლობას ამძიმებს. ამ უკანონობასთან ბრძოლის ჩვენი მთავარი გზა მშვიდობიანი პროტესტია! სწორედ ამიტომ, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე. ეს არის ბრძოლა ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებისთვის. გელოდებით ყველას 26 მაისს, 19:00 საათზე." - ნათქვამია ოპოზიციური ალიანსის განცხადებაში. ცნობისთვის, დღევანდელ პროცესზე სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენების ფარგლებში დაკავებული ათივე პირი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით განუსაზღვრა: მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს - 7 წელი; ბრალად ედებოდათ: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილს ჯგუფურად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. ირაკლი შაიშმელაშვილს [დაუსწრებლად] - 2 წელი, ბრალად ედებოდა: საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. ლაშა ბერიძეს - 7 წელი, ბრალად ედებოდა: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა. ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს - 5 წელი, ბრალად ედებოდათ: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდება და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად. ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა. გური ჟვანიას - 5 წელი, ბრალად ედებოდა: ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. პაატა მანჯგალაძეს - 7 წელი, ბრალად ედებოდა: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)