|
2016-04-02 11:30:11, 365 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: არჩევნები ვიზალიბერალიზაციისთვის წინაპირობას არ წარმოადგენს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, არჩევნები ვიზალიბერალიზაციისთვის წინაპირობას არ წარმოადგენს. ამის შესახებ ჯანელიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროში, მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპოლუსთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდეს. „ბატონი ავრამოპულოსის ვიზიტი საქართველოში არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები ახალ დონეზე გადადის. ეს არის დადასტურება იმ ძალისხმევის, რომელიც საქართველომ გასწია, რათა თავისი საემიგრაციო პოლიტიკა მოეყვანა შესაბამისობაში ევროკავშირის შესაბამის პოლიტიკასთან. ჩვენ განვახორციელეთ შესაბამისი საკნონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები და დღეს მოგვეცემა შესაძლებლობა ვისაუბროთ ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე. რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია - ვიზალიბერალიზაციაზე. ბატონმა ავრამოპულოსმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. ეს ამ ეტაპზე ევროინტეგრაციის კუთხით ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია", - აღნიშნა ჯანელიძემ. მისივე თქმით, კოლეგებთან არც ერთ შეხვედრაზე არ დასმულა ისეთი პრობლემა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილების მიღებას ხელს შეუშლიდა. "მე ვმართავ ვიზიტებს სხვადასხვა ქვეყნებში, ვხვდები ჩემს კოლეგებს. ისინი ჩამოდიან საქართველოში და არც ერთ შეხვედრაზე არ დასმულა ისეთი პრობლემა, რაც ხელს შეუშლიდა ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილების მიღებას. იმედს ვიტოვებთ, რომ პროცედურები მალე დასრულდება და საქართველო ამ გადაწყვეტილებას დროულად მიიღებს ", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)