|
2026-05-04 17:56:50, 2776 ნახვა
ეკონომიკა
Global Finance-მა საქართველოს ბანკი GEN AI-ის დანერგვისთვის რეგიონულ ინოვატორებს შორის დაასახელა
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ფინანსური გამოცემა Global Finance-ის დაჯილდოებაზე – Innovators Awards 2026 – კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა. ბანკი გამარჯვებულებს შორის დასახელდა ნომინაციაში Top Financial Innovations – Central and Eastern Europe, კომპანიის მასშტაბით გენერაციული AI-ის დანერგვისთვის. აღნიშნული დაჯილდოებაზე Global Finance ავლენს ორგანიზაციებს, რომლებიც ფინანსურ სექტორში ქმნიან ახალ სტანდარტებს, ავითარებენ ინოვაციურ ინსტრუმენტებს და ტექნოლოგიების საშუალებით სამომხმარებლო გამოცდილებასა და ბიზნესპროცესებს აუმჯობესებენ. საქართველოს ბანკის ინიციატივა კი წარმოადგენს ორგანიზაციის მასშტაბით დანერგილი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ეკოსისტემას, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენება — ოპერაციული ეფექტიანობის გასაზრდელად, პროცესების გასამარტივებლად, თანამშრომლების შესაძლებლობების გასაძლიერებლად და მომხმარებლისთვის უფრო სწრაფი, პერსონალიზებული სერვისების შესაქმნელად. “გვიხარია, რომ საქართველოს ბანკმა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ჩვენთვის ინოვაცია მხოლოდ ახალი ტექნოლოგიის დანერგვა არ არის — ეს არის რეალური ღირებულების შექმნა მომხმარებლებისთვის, თანამშრომლებისთვის და ბიზნესისთვის. ჩვენი გუნდი ამ მიღწევაზე არ ჩერდება და განვაგრძობთ უახლესი ტექნოლოგიური ინიციატივების განხორციელებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მიხეილ ნადარეიშვილმა. Global Finance უკვე მეცამეტედ ატარებს Innovators Awards დაჯილდოების პროგრამას. გამარჯვებულები Global Finance-ის სარედაქციო საბჭომ, დარგის ექსპერტ ჟურნალისტებთან თანამშრომლობით შეარჩია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი ამავე დაჯილდოებაზე მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბებს შორის დასახელდა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)