|
2016-04-02 09:23:39, 535 ნახვა
საზოგადოება
"თიბისი ბანკის" მხარდაჭერით, "ახალი მზიურის" სამშენებლო სამუშაოები დაიწყო
"თიბისი ბანკის" მხარდაჭერით, "ახალი მზიურის" პროექტის ფარგლებში, მზიურის პარკის კეთილმოწყობისთვის სარემონტო სამუშაოები დაიწყო. მზიურის პარკს დღეს "ახალი მზიურის" პროექტის იდეის ავტორი ანა გოგუაძე ესტუმრა და სპეციალურად ღონისძიებისთვის გამოყოფილი კედელი ბავშვებთან ერთად სიმბოლურად მოხატა. როგორც ანა გოგუაძემ აღნიშნა, პროექტი "ახალი მზიური" ქალაქს სხვადასხვა სახის გასართობ და შემეცნებით ღონისძიებას შესთავაზებს. "ჩვენ უკვე დავიწყეთ სარემონტო სამუშაოები. აქ 20 მაისისთვის იგეგმება სოციალური კაფეს გახსნა და ამფითეატრის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება, იმისთვის, რომ მზიური მთელი წლით ფუნქციურად იყოს დატვირთლი, რაც მას ნამდვილად აკლდა. პირველი ღონისძიება, რომელიც ჩატარდება განახლებულ მზიურში, იქნება მზის ფესტივალი, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა", - განაცხადა პროექტის ორგანიზატორმა. სოციალური კაფე არაკომერციული ხასიათის იქნება და მისი მოგება მთლიანად პარკსა და სხვა სოციალურ-ინკლუზიურ პროექტებს მოხმარდება. კაფეში ლიტერატურული საღამოები, გამოფენები, პრეზენტაციები, თემატური დღეები მოეწყობა. შემოსული თანხა კი პარკისა და სოციალურ-ინკლუზიურ პროექტების განვიტარებას მოხმარდება. რაც შეეხება, ამფითეატრს, ის ახალგაზრდა უცნობ ხელოვნებს დაეთმობა, სადაც კინოჩვენებები, მუსიკალური კონცერტები, დისკუსიები და ინკლუზიური სპექტაკლები გაიმართება. მზიურის პარკში სამშენებლო სამუშაოებს დღეს პირველი ლედი მაკა ჩიჩუაც დაესწრო და სიმბოლურად ერთი ვარდი დარგო. „მზიურში იწყება მშენებლობა იმისათვის, რომ ყოველთვის ბევრი ხალხი სტუმრობდეს და შემოქმედებითად იყოს დატვირთული. დიდ ხანს ველოდით ამ პროექტის განხორციელებას. პროექტს საქართველოს პრეზიდენტმაც დაუჭირა მხარი. მოეწყობა სოციალური კაფე, სადაც თავს მოიყრის ბევრი ადამიანი, ბავშვბები, განხორციელდება უამრავი პროექტი და ამოქმედდება ამფითეატრი. ყველას გილოცავთ, ნამდვილად არაჩვეულებრივი დღეა",- აღნიშნა პირველმა ლედიმ. „თიბისი ბანკი“ პირველი კომპანია იყო კერძო სექტორიდან, რომელმაც "ახალი მზიურის" პროექტის მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა. "დღეს სიამოვნებით შევუერთდით ამ საინტერესო აქტივობას. იწყება მზიურის ამ ნაწილის რეკონსტრუქცია. თიბისი ბანკი იყო ერტადერტი კერძო კომპანია, რომელიც ანა გოგუაძეს პროექტს გამოეხმაურა და მგონია, რომ ერთად მოვახერხებთ, მზიურს პირვანდელისახე დავუბრუნოთ. ეს იქნება კიდევ ერთი პლათფორმა ახალგაზრდა ხელოვანებისთვის, რომ საკუთარი თავი გამოავლინონ", - განაცხადა თიბისი ბანკის წარმომადგენელმა. ინიციატივის მხარდასაჭერად „თიბისი ბანკმა“ 5 000-ვე თანამშრომელი გააერთიანა და თითოეული მათგანი ქველმოქმედების მონაწილე გახდა. ბანკის მიერ ამ პროექტისთვის გამოყოფილი 50 000 ლარი, მზიურის პარკის ფუნქციურად დატვირთვა და გამოცოცხლებას მოხმარდება. „თიბისი ბანკთან“ ერთად "ახალი მზიურის" პროექტის მხარდაჭერის სურვილი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა და თბილისის მერიამ გამოთქვა.
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)