|
2026-04-29 12:33:49, 4106 ნახვა
კომენტარი
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
ირაკლი კობახიძის მიერ კვერცხსა და ხორცპროდუქტების ფასებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას "ლელო - ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგით ეხმიანება. თამაზ დათუნაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება რეალური ეკონომიკური მდგომარეობის ნაცვლად, მოქალაქეებს არარსებულ სურათს სთავაზობს. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ირაკლი კობახიძის განცხადება, თითქოს „საქონლის და ღორის რბილი ხორცი, ნახევარ კილოგრამი, 10 ლარი ღირს“, არის ტყუილი და მოსახლეობის დაცინვა. „გუშინ ირაკლი კობახიძემ გააგრძელა ფასების ჩავარდნილი კამპანიის მორიგი ტყუილებით გადარჩენის მცდელობა. მართლაც ადამიანური უტიფრობის ყველა ზღვარი მოხსნილია, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრად წოდებულმა კაცმა გადაწყვიტა, რომ 500 გრამი ხორცის ფასი შეიძლება ქართულ მაღაზიებში 10 ლარი იყოს და აყიდვინებდა ჟურნალისტებს, ხოლო 10 კვერცხის ფასი 4 ლარი და 60 თეთრი. აქამდე ქართულმა საზოგადოებამ იცოდა, რომ ირაკლი კობახიძე არ იყო ნამყოფი საოკუპაციო ხაზთან, რომ ირაკლი კობახიძე იყო გაყიდვების ბიჭუნა კონკრეტული დეველოპერული კომპანიისთვის, ახლა დაემატა თურმე საქართველოში ფასების აბსოლუტური უცოდინარობა და ის, რომ ირაკლი კობახიძე უკანასკნელი წლების განმავლობაში არც ბაზარში და არც მაღაზიაში ალბათ, ნამყოფი არ არის. ის, რომ მაღაზიებში ნამყოფი იყოს, ამ უტიფარი ტყუილით არ დაკავდებოდა. არ შეიძლება საქართველოს მოქალაქეების ასე გაბაიბურება. 500 გრამი საქონლის ხორცი ყველაზე მინიმალური ღირებულება არის არა 10 ლარი, არამედ 15 ლარი. საქართველოში ადამიანი არ მეგულება, ხორცის ფასს ნახევარ კილოობით ითვლიდეს. აქაც „ტყუილის მოკლე ფეხი“ ნათლად ჩანს. თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ თქვენ თვითონ შეამოწმოთ მარკეტებში ფასი“, - განაცხადა დათუნაშვილმა. გუშინ ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა, რომ ქვეყანაში ნახევარი კგ საქონლის ხორცი ყიდვა 10 ლარად, ხოლო 10 კვერცხის ყიდვა 4.6 თეთრად არის შესაძლებელი.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)