|
2026-04-23 11:06:30, 1000 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - ენმ-ს ალიანსიდან გასვლაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვს
გირჩი - მეტი თავისუფლების თავმჯდომარის, ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, "ცარიელ ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი" განცდას უტოვებს, რომ როგორც ჩანს, ენმ-ს ალიანსიდან გასვლაზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს. "ბოლო სტატუსები და კომენტარები რაც წავიკითხე, არამხოლოდ მიშასი, არამედ ენმ-ს რამდენიმე სხვა ლიდერისაც, ჩემი განცდაა, რომ როგორც ჩანს, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, რომ გასვლას აპირებენ ალიანსიდან, დანარჩენი ყველაფერი ჩემი აზრით, ხმაურია. დღეს რაც წავიკითხე და რაც მოვისმინე, ეგ განცდა დამრჩა, პირდაპირი კომუნიკაცია არ მქონია... ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ალიანსის წევრებს და "იქითა მხარეს" შეეძლოთ, უბრალოდ [მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე] კომენტარისგან თავი შეეკავებინათ, ჯაფარიძემ თქვა, რომ ალიანსის წევრებსა და ალიანსს ბევრ შემთხვევაში კომენტარი არ გაუკეთებია, მათ შორის არც 22 აპრილის განცხადებებზე. "ალიანსმა გააკეთა კომენტარი მხოლოდ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში, როცა თავდასხმა იყო კონკრეტულად ნიკა მელიაზე, ალიანსის წევრი ერთ-ერთი პარტიის პოლიტიკურ ლიდერზე, რომელიც თვითონაც იმყოფება პატიმრობაში. მარტო იმ შემთხვევაში იყო რეაგირება ალიანისის მხრიდან, რომ პატიმრობაში მყოფ პოლიტიკურ ლიდერზე იყო საუბარი. ალიანსი არის კონკრეტული შეთანხმების გარშემო პარტიების ერთობა და იმ შეთანხმებაში ძალიან კონკრეტულად და გასაგებად წერია, რა არის თანამშრომლობის ჩარჩოები, ასევე გაწერილია ქცევის წესები" - ამბობს ჯაფარიძე.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)