|
2016-04-01 15:50:32, 348 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბირთვული მასალის კონტრაბანდის შემთხვევები გვქონდა, რაც საფრთხეს აძლიერებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას სახელით გამართულ სადილს დაესწრო და ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებს სიტყვით მიმართა. ნება მომეცით დავამატო, რომ რეგიონული და გლობალური ბირთვული უსაფრთხოება შესაძლოა არსებითად დაზარალდეს შესაბამისი კონტროლის მექანიზმების განთავსებისა და საერთაშორისო [დამკვირვებლების] ჩართულობის გარეშე. საქართველოს იმ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რომელიც რუსეთის მხრიდან მიმდინარე ოკუპაციის გამო, ამჟამად საქართველოს ლეგიტიმური ცენტრალური ხელისუფლების ეფექტიანი კონტროლის მიღმა რჩება და, სადაც საერთაშორისო კონტროლის მექანიზმები არ ვრცელდება. უფრო კონკრეტულად, ბოლო წლებში, ჩვენ გვქონდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბირთვული და რადიოაქტიული მასალის კონტრაბანდის რამდენიმე დაფიქსირებული შემთხვევა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საფრთხეს. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო მზადყოფნა ღია და კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას და უარყოფითი ეფექტების შემცირებას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)