|
2026-04-21 09:38:30, 1935 ნახვა
მსოფლიო
Axios: ირანის უზენაესმა ლიდერმა ტრამპის ახალი მუქარის შემდეგ აშშ-სთან მოლაპარაკებების გაგრძელების ბრძანება გასცა
ირანმა გადაწყვიტა, აშშ-სთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებულიყო ორკვირიანი ზავის დასრულების დღეს, ამის შესახებ, Axios-ს განუცხადეს ინფორმირებულმა წყაროებმა. მათი თქმით, ირანელებმა აშშ-ს მხარესთან შეხვედრის დადასტურება გადადეს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ზეწოლის გამო, რომელიც მკაცრ პოზიციას ინარჩუნებდა - სამშვიდობო მოლაპარაკებები არ უნდა დაწყებულიყო მანამ, სანამ აშშ არ მოხსნიდა ჰორმუზის სრუტის ბლოკადას. ამავდროულად, პაკისტანის, ეგვიპტისა და თურქეთის შუამავლებმა მოუწოდეს თეირანს, არ მიეტოვებინა მოლაპარაკებების პროცესი. საბოლოოდ, ორშაბათს საღამოს, ირანელმა მომლაპარაკებლებმა მიიღეს ნებართვა უზენაესი ლიდერისგან მოჯტაბა ხამენეისგან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. ამასობაში, თეთრი სახლი მთელი დღე ელოდა თეირანისგან სიგნალს, რომ ის მონაწილეობას მიიღებდა მოლაპარაკებების მეორე რაუნდში. ამ ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაახანგრძლივოს ირანთან ორკვირიანი ზავი. თუმცა, მან ერთი დღე დაამატა ზავს, რომელიც იწურება სამშაბათს, 21 აპრილს ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ თუ ირანი არ დათანხმდება ახალ მოლაპარაკებებს, ის წააწყდება „პრობლემებს, რომლებიც აქამდე არასდროს უნახავს“. „ვიმედოვნებ, რომ ისინი სამართლიან შეთანხმებას მიაღწევენ და თავიანთ ქვეყანას აღადგენენ. <…> ჩვენ შესანიშნავი სამუშაო გავაკეთეთ, ამას დავასრულებთ და ყველა კმაყოფილი იქნება“, - თქვა ტრამპმა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობის მიღწევის შემდეგ ირანს „ბირთვული იარაღი არ ექნება“. ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 11-12 აპრილს გაიმართა და ჩიხში შევიდა. ირანულმა საინფორმაციო სააგენტო IRNA-მ აღნიშნა, რომ შემდგომი მოლაპარაკებების დაბრკოლებები იყო „აშშ-ს გადაჭარბებული მოთხოვნები და მათი უსაფუძვლო და არარეალური მოლოდინები“, ვაშინგტონის „მუდმივად ცვალებადი პოზიციები“, მისი „წინააღმდეგობრივი განცხადებები“ და მუქარა და ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა. ირანის სამხედროებმა ასევე დაადანაშაულეს აშშ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ქვეყნის ერთ-ერთ სავაჭრო გემზე თავდასხმით, რომელიც ჩინეთიდან მიდიოდა და შურისძიებით დაემუქრა. IRGC-სთან ასოცირებულმა საინფორმაციო სააგენტო Tasnim-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანს არ აქვს აშშ-სთან პაკისტანში მოლაპარაკებებისთვის დელეგაციის გაგზავნის გეგმა, სანამ ვაშინგტონი ჰორმუზის სრუტის ბლოკადას შეინარჩუნებს. ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ თეირანი არ აპირებს მუქარის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებას. „ტრამპი, ბლოკადის დაწესებითა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით, ცდილობს, ეს მოლაპარაკების მაგიდა - საკუთარი აზრით - დანებების მაგიდად აქციოს ან ომის განახლების გამართლება მოახდინოს“, - აღნიშნა ღალიბაფმა და გააფრთხილა, რომ თეირანი მზადაა „ბრძოლის ველზე ახალი კარტები გამოავლინოს“.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)