|
2026-04-20 21:34:59, 4028 ნახვა
მსოფლიო
Financial Time: საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირში უკრაინის სიმბოლურად გაწევრიანების ვარიანტს განიხილავენ
საფრანგეთი და გერმანია სთავაზობენ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში „სიმბოლური“ შეღავათების მინიჭებას, რაც გამორიცხავს კიევის წვდომას ბლოკის საერთო ბიუჯეტზე და ხმის მიცემის უფლებას, სრულფასოვან გაწევრიანებამდე. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ მანამდე პარიზსა და ბერლინში უარყვეს ევროკომისიის წინადადებები გაწევრიანების პროცესის გამარტივების შესახებ. გერმანიის წინადადება გულისხმობს უკრაინისთვის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭებას, რომლის ფარგლებშიც, კიევი მიიღებს მონაწილეობას ევროკავშირის მინისტრებისა და ლიდერების შეხვედრებში, თუმცა არ ექნება ხმის მიცემის უფლება და ავტომატური წვდომა ევროკავშირის საერთო ბიუჯეტთან. ბერლინის წინადადებაში ასევე ნათქვამია, რომ ახალ სტატუსს „სიმბოლურ ძალა“ ექნება და მისი მინიჭება შესაძლებელი იქნება ევროკავშირის ლიდერების პოლიტიკური გადაწყვეტილებით, რაც საშუალებას იძლევა, თავიდან იყოს აცილებული ხანგრძლივი პროცედურები. თავის მხრივ, საფრანგეთი უკრაინის ასეთ ნაწილობრივ წევრობას უწოდებს „ინტეგრირებული სახელმწიფოს“ სტატუსს, რომლის ფარგლებში საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკაზე და ევროპულ დაფინანსებაზე წვდომა გადაიდება, ვიდრე უკრაინა სრულფასოვანი წევრი არ გახდება. „ფაინენშალ თაიმსის“ მიხედვით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მარცხმა, რომელიც ვეტოს ადებდა უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, ამ კუთხით პროგრესის მიღწევის გარკვეული იმედები გააჩინა. თუმცა ევროკავშირის წევრთა უმრავლესობა შიშობს, რომ უკრაინისა და სხვა კანდიდატი ქვეყნებისთვის დაჩქარებული გაწევრიანება შეცვლის ბლოკის პოლიტიკურ დინამიკას და შეასუსტებს წევრობის მნიშვნელობას. ევროკომისიის ორი მაღალი რანგის ოფიციალური პირის თქმით, საფრანგეთისა და გერმანიის დოკუმენტების შინაარსი, სავარაუდოდ, „მნიშვნელოვნად დაახლოვდება“ ევროკავშირის საბოლოო წინადადების მომზადებისას. უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპული ინტეგრაციის საკითხებში, ტარას კაჩკამ გამოცემასთან აღნიშნა, რომ კიევი აგრძელებს დისკუსიებს ევროკავშირის ქვეყნებთან წევრობის საკითხზე. უკრაინის კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ კიევი შეშფოთებულია წევრობის ნებისმიერი ბუნდოვანი კონცეფციით, რომელიც ომით გადაღლილი უკრაინის მოსახლეობამ, შესაძლოა, აღიქვას, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების სუსტ ალტერნატივად.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)