|
2026-04-20 11:14:24, 1090 ნახვა
პოლიტიკა
რეჟიმი პარტიების აკრძალვის მოთხოვნას, პარტია „ფედერალისტებიც“ დაამატებს
რეჟიმის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს პარტია „ფედერალისტებიც“ დაემატება. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, შესაბამისი სარჩელით „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს მიმართავს. „ამავე დროს გამოვითხოვთ ძველ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით გვქონდა შეტანილი და მივმართავთ ახალი, დაკორექტირებული კონსტიტუციური სარჩელით, რომელშიც გავზრდით პარტიების ჩამონათვალს.კერძოდ, თუკი თავდაპირველ კონსტიტუციურ სარჩელში იყო სამი პარტია – „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ლელო“, ახალ კონსტიტუციურ სარჩელში, ამ სამ პარტიასთან ერთად, იქნება პარტია „ფედერალისტები“. 2 მარტს ხელმოწერილი დეკლარაციით რამდენიმე პარტიამ გაიზიარა ის სტრატეგიული ამოცანები, რაც მათ აქვთ. გაერთიანდნენ 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორებთან და ამითაც გაიზიარეს სტრატეგიული მიზნები. განაცხადეს, რომ მოხდეს არჩევნების დელეგიტიმაცია, მოხდეს კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებების არაღიარება და ა.შ. აქედან გამომდინარე, აქამდე სარჩელში არსებულ სამ პარტიას ჩვენს კონსტიტუციურ სარჩელში ვამატებთ ფედერალისტურ პარტიას. რა თქმა უნდა, ამ ალიანსში არიან სხვა პარტიებიც, თუმცა, ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, ვთქვით, რომ ვუყურებთ, რა არის მიზნები აქვთ, რამდენად არაკონსტიტუციური მიზნები აქვთ ამა თუ იმ პარტიას, მეორე მხრივ, ვუყურებთ, რამდენად არსებითია მათი გავლენა პოლიტიკაზე. დღეს ალიანსის ლიდერები არიან მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ კრიმინალური რეჟიმის სამი მაღალჩინოსანი, რომელიც დღეს კვლავ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსის სახით ცდილობს, ქვეყანა აქციოს მარიონეტულ სახელმწიფოდ. ჩვენ გვქონდა მსჯელობა კონსტიტუციურ სარჩელზე, შესაბამისად, მეოთხე პარტიად დაემატება „ფედერალისტები“, გამომდინარე იქიდან, რომ 2 მარტის დეკლარაციით კვლავ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსის რეალური ლიდერები არიან სააკაშვილი, ბოკერია, გვარამია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, პაპუაშვილმა 2025 წლის 28 ოქტომბერს წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ სამი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელი 4 ნოემბერს გამოაქვეყნა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)