|
2016-04-01 14:43:50, 372 ნახვა
პოლიტიკა
ომბუდსმენის ინფორმაციით, წვევამდელთა გასინჯვა ექიმებთან მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობს
საქართველოს სახალხო დამცველი 2015 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშში წვევამდელთა და სამხედრო მოსამსახურეების მიმართ უფლებრივი მდგომარეობის დარღვევის შესახებ საუბრობს. ანგარიშის თანახმად, წვევამდელთა გასინჯვა ექიმებთან მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობს, რაც რიგ შემთხვევებში წვევამდელების პატივსა და ღირსების შელახვას იწვევს. „წვევამდელთა და სამხედრო მოსამსახურეთა, ისევე როგორც ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით იკვეთება რიგი პრობლემები. წვევამდელთა შემოვლა ექიმებთან მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობს, რაც რიგ შემთხვევებში წვევამდელების პატივსა და ღირსების შელახვას იწვევს. განსაკუთრებით ყურადსაღებია ამ პროცესში წვევამდელთა ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმების პროცესი, რაც ამ ეტაპზე ხარვეზებით მიმდინარეობს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების გამოყენება ძირითადად დაცვის სამსახურის მიზნებისთვის ხდება, არ მიმდინარეობს მათი საბრძოლო და ფიზიკური მომზადება. შესაბამისად, აუცილებელია, სავალდებულო სამხედრო სამსახურის სისტემური დახვეწა“, - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში. ანგარიშში ასევე მოხვედრილია 6 სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების ფაქტი, საიდანაც 2 დაკვალიფიცირდა თვითმკვლელობად. გამოიკვეთა, რომ სუიციდი ძირითადად გამოწვეული იყო სოციალური პირობებით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)