|
2026-04-18 21:37:56, 7380 ნახვა
საზოგადოება
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების აქციას გაერთიანებული სამეფოს მიერ დასანქცირებული სამთავრობო TV იმედის ეთერიდან გამოეხმაურა ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე. მისი თქმით, უახლოეს დღეებში ინფორმაციას წარუდგენს საზოგადოებას - "ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ხალხი, ვინც დღეს ცდილობს პაციენტისა და მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას, ამ სიყალბეს ფარდა რომ ავხადოთ". ძალიან რთულ საკითხზე გვიწევს საუბარი, როდესაც დიუშენის სინდრომზე ვსაუბრობთ, ეს უმძიმესი მდგომარეობაა, უმძიმესი დიაგნოზია და არ მინდა არასწორი შთაბეჭდილება შეიქმნას დამოკიდებულებებთან და პოზიციებთან დაკავშირებით. აბსოლუტურად კარგად მესმის იმ დრამატული ემოციებისა, რომელიც აქვთ პაციენტებს, მათ მშობლებს, ოჯახის წევრებს, გულშემატკივრებს. თავს ვალდებულად ვთვლი, აუცილებლად, ამ რამდენიმე დღეში, რამდენიმე დეტალი უნდა დავაზუსტოთ და საზოგადოებას აუცილებლად მოვახსენებ ზოგადად ამ საკითხის ირგვლივ ყოველი ფაქტის გაშუქებით, ყოველი კლინიკური დასკვნის, ყოველი გარემოების, რომელსაც მნიშვნელობა აქვს და იმავდროულად ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ხალხი, ვინც დღეს ცდილობს პაციენტისა და მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას, ამ სიყალბეს ფარდა რომ ავხადოთ. ეს იქნება აუცილებლობა, ამიტომ სულ რამდენიმე დღეში, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდით" - განაცხადა სარჯველაძემ. სარჯველაძე ამბობს, რომ ეს რთული, სენსიტიური საკითხია - "თუნდაც ამ დღეების განმავლობაში დუმილი, არ აიხსნება იმით, რომ ნაკლებად ემპათიური ვარ, მერწმუნეთ, რომ ბევრ იქ ახლა ვითომ გულშემატკივარზე მეტად, გული შემტკივა და გული შეგვტკივა ამ ბავშვებისთვის".
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)