|
2016-04-01 14:31:48, 514 ნახვა
პოლიტიკა
ნათელაშვილი: ფულის და ვერცხლის თაყვანისცემით ივანიშვილის შექმნილი კოალიცია ჩამოიშალა
"ფულის და ვერცხლის თაყვანისცემით ივანიშვილის გარშემო შექმნილი მმართველი კოალიცია დაიშალა, ხოლო ხელისუფლება ჩამოიშალა“, - ასე გამოეხმაურა „რესპუბლიკელების“ გუშინდელ გადაწყვეტილებას „ლეიბორისტების“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, საქართველოში იწყება ახალი პოლიტიკური პროცესი და ლოგიკურია ის, რაც მოხდა მმართველ კოალიციაში. "ფულის და ვერცხლის თაყვანისცემით ივანიშვილის გარშემო შექმნილი მმართველი კოალიცია დაიშალა, ხოლო ხელისუფლება ჩამოიშალა. საქართველოში იწყება ახალი პოლიტიკურ-დემოკრატიული პროცესი, რის შემდეგაც ჩვენ არასდროს არ უნდა ავირჩიოთ ფულის და ანგარებაზე მორბენალი პარტიები, რომლებიც შეფარებული იქნებიან სხვადახვა ბლოკებსა და ალიანსებში", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. „ლეიბორისტების“ ლიდერის განცხადებით, საჭიროა ქვეყანაში პარტიული სისტემების მშენებლობა, სადაც ყველა პარტია ხალხის წინაშე საკუთარი იდეითა და პლატფორმით წარსდგება. ცნობისთვის, გუშინ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა „რესპუბლიკელები“ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებენ, თუმცა კოალიციას დაუყოვნებლივ არ დატოვებენ და თანამდებობებზე რჩებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)