|
2026-04-13 09:19:06, 5512 ნახვა
ევროპის ამბები
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
„ვიქტორ ორბანის არჩევნებში დამარცხებამ ბრიუსელში შვება და შადენფრეუდის ელფერიც კი გამოიწვია. ევროპელი ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ უნგრეთის ახალი მთავრობა მოლაპარაკებების მაგიდასთან უფრო პროევროპულ პოზიციას დაიკავებს“, - იუწყება CNN. ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა: „უნგრეთმა ევროპა აირჩია. ევროპამ ყოველთვის უნგრეთი აირჩია. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ. ქვეყანა ევროპულ გზას იბრუნებს. ევროკავშირი უფრო ძლიერი ხდება“. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მეცოლამ დასძინა, რომ უნგრეთი „თავის ადგილს იკავებს ევროპის გულში“. საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამარჯვება „აჩვენებს უნგრელი ხალხის ერთგულებას ევროკავშირის ღირებულებებისა და უნგრეთის როლის მიმართ ევროპაში“, ხოლო გერმანიის კანცლერმა მერცმა მოუწოდა გაერთიანებული ძალისხმევისკენ „ძლიერი, უსაფრთხო და გაერთიანებული ევროპისთვის“. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სტარმერმა არჩევნებს „ისტორიული მომენტი არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპული დემოკრატიისთვისაც“ უწოდა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ტუსკმა ეს ლაკონურად შეაჯამა: „უნგრეთი. პოლონეთი. ევროპა. ისევ ერთად!“ და მადიარმა გამოაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში მისი პირველი საზღვარგარეთული ვიზიტი პოლონეთში იქნებოდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი X-ზე წერს: “პიტერ მადიარ, არჩევნებში გამარჯვებას გილოცავთ. ეს ისტორიული მომენტია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპული დემოკრატიისთვისაც. მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობას ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის". „უნგრელმა ხალხმა საკუთარი ხმა მკაფიოდ და ხმამაღლა დააფიქსირა, მათ არჩევანს ყველამ პატივი უნდა სცეს. ძლიერი, დემოკრატიული ევროკავშირი, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე, საერთო ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემაზე, ემსახურება ყველას ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ. ლატვია მზად არის, ითანამშრომლოს უნგრეთთან ამ მიზნების მისაღწევად" | წერს ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი სოციალურ ქსელში საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ მალევე, 12 აპრილს, ვიქტორ ორბანმა დამარცხება აღიარა და ოპონენტ პიტერ მადიარს გამარჯვება მიულოცა. უნგრეთის ოპოზიციის ლიდერს გამარჯვებას ულოცავენ მსოფლიო ლიდერებიც. ამ დროისთვის ხმების თითქმის 98%-ია დათვლილი და ოპოზიციური პარტიას - Tisza ხმების 53,59%, ორბანის პარტიას - Fidesz კი - 38,82% აქვს
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)