|
2026-04-10 15:58:27, 9212 ნახვა
პოლიტიკა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
ყოფილი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს. ინფორმაცია თავდაპირველად BM.GE-მ ივანიშვილის მთავრობის 661-ე განკარგულებაზე დაყრდნობით გაავრცელა. განკარგულება 31 მარტით თარიღდება და მას ხელს ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე აწერს. განკარგულების თანახმად, ზაზა ფაჩულიას კომპანიას შპს სადმელი ჰესს 49 წლით აღნაგობის უფლებით გადაეცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარე 29 007 კვ.მ.მიწის ნაკვეთი, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასური კი 18 973 ლარია. განკარგულებაში ქონების გადაცემის პირობად მითითებულია სადმელი ჰესის აშენება და ექსპლუატაციაში მიღება საქართველოს მთავრობის, სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა და შპს სადმელი ჰესს შორის 2025 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. განკარგულებაში მითითებული არაა პროექტის განხორციელების ვადები, საინვესტიციო ღირებულება და ჰესის სიმძლავრე. სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს სადმელი ჰესი 2023 წლის 27 თებერვალს რეგისტრირებული კომპანიაა. კომპანიის 100%-იანი წილი ნათია ლოლაძემ 2025 წლის ივნისში ზაზა ფაჩულიას 450 000 დოლარად მიჰყიდა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)