12:57 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-01 11:32:39, 501 ნახვა

საზოგადოება
ნარმანია: ბაღებთან მიმართებაში, პოლიტიკის კუთხით თუ რამე შესაცვლელია, ჩვენ მსჯელობისთვის მზად ვართ

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, გუშინ პარლამენტში ბაღების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პოლიტიკური შოუ იდგმებოდა.

როგორც მერმა აღნიშნა, მისი სურვილი არ იყო მერიას ამ შოუში მონაწილეობა მიეღო.

ნარმანიას განცხადებით, როცა საქმე ბაგა-ბაღებსა და ბავშვებს ეხება ამ თემის პოლიტიზირება მიზანშეწონილი არ არის.

„გადაწყვეტილებები რაც სააგენტომ მიიღო ეფუძნებოდა აუდიტის დასკვნას და სააგენტომ იმოქმედა მერიის მიერ დამტკიცებული წესების საფუძველზე. ამდენად გათავისუფლებები იყო აბსოლუტურად კანონიერი. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება შეუძლია სასამართლოს მიმართოს. პარლამენტის კომიტეტს არ შეუძლია იმსჯელოს მუნიციპალიტეტის მიერ მიღებულ ცალკეულ გადაწყვეტილებებზე. თუ ბაღებთან მიმართებაში რაიმე არის შესაცვლელი პოლიტიკის კუთხით ჩვენ მზად ვართ ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე, თუმცა გუშინ პარლამენტში პოლიტიკური შოუ იდგმებოდა, რომლის მონაწილე არ გვინოდა ვყოფილიყავით. როცა საქმე ეხება ბავშვებს, ბაღებს, ამ თემით პოლიტიზირება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.

დედაქალაქის მერი დაინტერესებულია, იცის ყველა დეტალი და იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რაც საჭიროა“, - განაცხადა ნარმანიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე იგეგმება თუ არა ბაღების სააგენტოს დირექტორის თემურ თორდინავას გადადგომა, ნარმანიამ აღნიშნა, რომ - არა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics