|
2016-03-31 21:38:36, 367 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ამომრჩეველს უნდა შევთავაზოთ მრავალფეროვანი პოლიტიკური არჩევანი
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მმართველ კოალიციაში მიმდინარე მოვლენებს და მასში შემავალი პარტიების გადაწყვეტილებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებელ მონაწილეობასთან დაკავშირებით ეხმაურება. "კოალიცია შეიქმნა იმისთვის, რომ ოპოზიციას მშვიდობიანი გზით შეეცვალა წინა ხელისუფლება. კოალიციამ ამ მიზანს ძალიან კარგად გაართვა თავი. ამ არჩევნებზე საუბრისას მე არაერთხელ მითქვამს , რომ პოლიტიკური სისტემა, რომელშიც არის შავი და თეთრი და ორი დაპირისპირებული ძალა, უკვე მოძველდა ქართული პოლიტიკური კულტურისთვის და ჩვენ ამომრჩეველს უნდა შევთავაზოთ მრავალფეროვანი პოლიტიკური არჩევანი. მე ვფიქრობ რომ იმ ფონზე, როდესაც ჩვენ მივიღებთ არაერთ სერიოზულ მოთამაშეს ამ არჩევნებზე, ამომრჩეველსაც ექნება შესაძლებლობა, რომ უფრო უკეთ აირჩიოს თავისი მომავალი წარმომადგენლები პარლამენტში," -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)