|
2026-04-06 12:03:25, 4542 ნახვა
საზოგადოება
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღეს მითითება, მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ კარვები არ გაშალონ და 24-საათიანი პროტესტის ვადა შეამცირონ. განცხადების თანახმად, მშობლები წელიწადზე მეტია სახელმწიფოსგან დიუშენის დაავადების სამკურნალო მედიკამენტების საქართველოში შემოტანას და კვლევების დაფინანსებას ითხოვენ. მათივე თქმით, სურთ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის გამართვაც, რასაც ის "თავს არიდებს". "შინაგან საქმეთა სამინისტრო დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს კანცელარიის წინ მოედანზე კარვების გაშლის და 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ აძლევს. უკვე წელიწადზე მეტია, რაც დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები სახელმწიფოსგან ამ მომაკვდინებელი დაავადების სამკურნალო პრეპარატების შემოტანას და პერიოდული კვლევების დაფინანსებას ვითხოვთ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჩვენ სახელმწიფო კანცელარიის წინ 28 მარტს აქცია გავმართეთ და 5 დღის ვადაში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა ვითხოვეთ. უკვე სამ თვეზე მეტია მშობლებთან შეხვედრას პრემიერმინისტრი თავს არიდებს. დღეს, 6 აპრილს 15:00-ზე მშობლები კიდევ ერთხელ მივალთ სახელმწიფო კანცელარიაში და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას. პარალელურად, მივიღეთ მითითება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან კანცელარიის წინ მოედანზე კარვები არ დავდგათ და დაანონსებული პროტესტის 24-საათიანი ვადა შევამციროთ. უარის საფუძვლად მითითებულია შეკრებებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტი, რომლის თანახმად შეკრების მონაწილეებს უფლება არ აქვთ: ვ) მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, აფერხებს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალურ ფუნქციონირებას, მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ან/და მისი მოწყობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ წინასწარი ნებართვის გარეშე შეკრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული. კანცელარიის წინ არსებული მოედანი არ წარმოადგენს არც მანქანების და არც ქვეითთა სამოძრაო ტერიტორიას. თუნდაც რომ ასე იყოს, საერთოდ წარმოუდგენელია რომ სასიკვდილოდ დაავადებული ბავშვების მშობლებს 24-საათიანი პროტესტის და კარვების გაშლის უფლებას არ გვაძლევენ. ასეთი რამ იმ ე.წ. "სისხლიანი 9 წლის" დროსაც კი არ ხდებოდა. იმედი გვაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ აბსურდულ შეზღუდვას გააუქმებს. საზოგადოებას მოვუწოდებთ რომ დაგვიდგეს გვერდში და ერთად გადავარჩინოთ ჩვენი ბავშვების სიცოცხლე". - ნათქვამია განცხადებაში. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია (DMD) იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კუნთების ატროფიით (განლევით) და სისუსტით გამოიხატება.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)