12:04 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 19:55:25, 527 ნახვა

საზოგადოება
პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე ჟურნალისტების გამოკითხვა დასრულდა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში იმ ჟურნალისტების გამოკითხვა დასრულდა, ვინც დღეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალები სოციალური ქსელის მეშვეობით მიიღეს.

საგამოძიებო უწყებაში ჟურნალისტების რაულ ქირიას, მაკა რაზმაძის, ირაკლი ყურაშვილს და მსახიობ ბესო ზანგურის გამოკითხვა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც გამოკითხვის შემდეგ მათ განაცხადეს, გამომძიებლებს მიაწოდეს დეტალური ინფომრაცია, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის მიღებასთან დაკავშირებით. როგორც მაკა რაზმაძემ განაცხადა, მან გამომძიებლებს ვიდეომასალის ე.წ. სქრინშოთები გადასცა, სადაც ფიქსირდებოდა ის მომხმარებელი, რომლისგანაც ვიდეომასალა მიიღო. რაზმაძეს თქმით, მას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გაუგზავნეს, როგორც Facebook-ის პირად მიმოწერაში, ასევე ვიდეომასალა სოციალური ქსელის კედელზეც დაიდო.

ჟურნალისტების განცხადებით, გამომძიებლებმა მათი Facebook გვერდები შეისწავლეს და დაათვალიერეს, თუმცა მათივე თქმით, ამ დროისთვის მომხმარებელი, რომელმაც ვიდეომასალა გაავრცელა აღარ იძებნება. შეგახსენებთ, რომ ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი კადრების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში დღეს დილიდან გავრცელდა. რამდენიმე ჟურნალისტს ყალბი პროფილით Facebook-ში ვიდეოს ინტერნეტბმულები მიაწოდეს. ვიდეოზე წვდომა ინტერნეტში უკვე შეზღუდულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics