|
2016-03-31 16:45:48, 362 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი აშშ-ს ყოფილ ელჩს NATO- ში კურტ ვოკერს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორს, აშშ-ს ყოფილ ელჩს NATO- ში კურტ ვოკერს და ვაშინგტონის ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც "ექსპრესნიუსს" საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრის მთავრი თემა რუსეთთან ურთიერთობა, უსაფრთხოების საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება და NATO - საქართველოს ურთიერთობები იყო. როგორც ვაშინგტონის ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას აღნიშნეს, ყველაფერს გააკეთებენ, იმისათვის, რომ საქართველოს თემატიკა ამერიკის დღის წესრიგში აქტიურად იყოს წამოწეული. პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანის თენგიზ ფხალაძემ განაცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტი უშუალოდ ესაუბრა იმ ექსპერტებს რუსეთთან ურთიერთობის, უსაფრთხოების საკითხებისა და NATO - საქართველოს ურთიერთობების შესახებ, რომლებიც ვაშინგტონში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აზრს ქმნიან და განსაზღვრავენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)