18:01 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 14:43:48, 493 ნახვა

პოლიტიკა
ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელად კობა კობალაძე დაინიშნა

პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით, ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კობა კობალაძე დაინიშნა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

„საქართველოს პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით, ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი, გენერალი კობა კობალაძე დაინიშნა.

გიორგი კვირიკაშვილმა დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელთან. საუბარი შეეხო ვეტერანთა საკითხებს, არსებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსმა“ რამდენიმე დღის წინ კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. მაშინ ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებდნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics