|
2015-02-18 18:09:52, 569 ნახვა
პოლიტიკა
ნინო გვენეტაძის კანდიდატურას პარლამენტი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განიხილავს
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის თანამდებობაზე, ნინო გვენეტაძის კანდიდატურას, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განიხილავენ. გვენეტაძეს სხვადასხვა კომიტეტებში მოუსმენენ, შემდეგ კი, კენჭს უყრიან. პარლამენტის თავჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს კენჭს 23 თებერვლამდე არ უყრიან, იმ დროის განმავლობაში სანამ პარლამენტი ახალ თავჯდომარეს აირჩევს, უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის მოვალეობას, კოტე კუბლაშვილის პირველი მოადგილე შეასრულებს. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენასი სასამართლოს თავჯდომარის პოსტის დასაკავებლად ნინო გვენეტაძის კანდიდატურა დაასახელა. ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)