|
2026-03-21 22:09:34, 5666 ნახვა
საზოგადოება
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში 80-კაციან დელეგაციას გზავნის
რუსეთში წმინდა გიორგის ქართული ეკლესიის წინამძღვარის, დეკანოზ თეოდორე კრიჩეტოვის ცნობით, ილია მეორის დაკრძალვაზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია 80-კაციან დელეგაციას გზავნის, რომელსაც ბელარუსის ეგზარქოსი უხელმძღვანელებს. "მე ვარ ქართული წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიის წინამძღვარი ბელარუსიდან. […] ბელარუსიდან მოდის ბელარუსის ეგზარქოსი და ის ხელმძღვანელია რუსეთის დელეგაციის. […] მონაწილეობა ამ მსახურებაში, ეს არის კარგი, ეს ეკლესიის ერთობაა, ეს ეკლესიის დიდებაა, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. […] ძალიან დიდი დელეგაცია იქნება, 80 ადამიანი იქნება." - თქვა მან ტვ პირველთან საუბრისას. 20 მარტს რუსული პროპაგანდისტულმა მედიამ, სპუტნიკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე რუსეთის საპატრიარქოს მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი, სრულად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი ბენიამინი წარმოადგენს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას 1977 წლიდან, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მეთაურობდა. ბოლო წლებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. პატრიარქი საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 17 მარტს თბილისის კავკასიის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. საქართველოში გლოვა გამოცხადდა, რომელიც დაკრძალვის დღემდე გაგრძელდება. ილია II-ს 22 მარტს, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)