|
2026-03-20 11:50:46, 4291 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში საწვავი კვლავ ძვირდება - ერთ კვირაში ფასი 32 თეთრამდე გაიზარდა
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირების ფონზე, საქართველოში საწვავის ფასების ზრდა გრძელდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბენზინი საშუალოდ 5–20 თეთრით, ხოლო დიზელი 15–32 თეთრით გაძვირდა. ამის შესახებ BMG წერს. ფასების მატება ფიქსირდება თითქმის ყველა მსხვილ ქსელში — Gulf, Wissol, Socar, Rompetrol და Lukoil. ზოგიერთ შემთხვევაში დიზელის ფასმა განსაკუთრებით მკვეთრად მოიმატა, ხოლო ბენზინის გაძვირება შედარებით ზომიერია. საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში: Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულება 12 მარტის შემდეგ 17 მარტს შეიცვალა. ჯამში ერთკვირიან ჭრილში გაძვირება 20 – 32 თეთრია. შედეგად, დღეს საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:
Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი ბოლოს 14 მარტის შემდეგ 19 მარტს შეიცვალა. თუმცა გასამართი სადგურების ქსელში საწვავი გასული კვირის დასაწყისში 10 მარტსაც გაძვირდა. როგორც ფასების არქივიდან ირკვევა, ბოლო ერთი კვირის ჭრილში საწვავი ტიპის მიხედვით 18-30 თეთრით გაძვირდა. დღეს ამ ბრენდის სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:
Socar-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასი ბოლოს დღეს შეიცვალა, მანამდე კი არქივის მიხედვით ცვლილება 17 მარტს და 11 მარტს ფიქსირდება. 11 მარტის შემდეგ საწვავი Socar-ში 8-32 თეთრით არის გაძვირებული. ამ ბრენდის სადგურებზე ბენზინის და დიზელის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:
უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის, Rompetrol-ის და Portal-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს, თუმცა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქსელებში ბენზინი და დიზელი გაძვირდა. Rompetrol-ის ქსელში დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:
Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)