11:07 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-18 18:01:07, 732 ნახვა

საზოგადოება
ბარათაშვილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე სატენდერო განაცხადების მიღება დაიწყო

დღეიდან 23 თებერვლის ჩათვლით, ბარათაშვილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე სატენდერო განაცხადების მიღება დაიწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ხიდის რეაბილიტაციისთვის  დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 250 000 ლარია გამოყოფილი.

ბარათაშვილის ხიდის კვლევა-გამოცდა 2013 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულმა ხიდსაცდელმა ცენტრმა ჩაატარა. ნაგებობის გამოცდის შემდეგ მომზადებული დასკვნის საფუძველზე დადგენილია, რომ ხიდის ძირითადი კონსტრუქცია (ბურჯები და მალის ნაშენი) კარგ მდგომარეობაშია, შესაცვლელია ნაგებობის სავალი ნაწილი, ჰიდროიზოლაცია, ტროტუარები და მიწისქვეშა გადასასვლელები.

არსებული პროექტით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება ხიდის სავალ ნაწილს, ხელახლა გაკეთდება ჰიდროიზოლაცია, მოეწყობა ახალი ტროტუარები და მიწისქვეშა გადასასვლელები, შეიცვლება ნაგებობის მოაჯირები.

ცნობისთვის, დღევანდელი ბარათაშვილის ხიდი 1960–იან წლებში აშენდა.  ნაგებობამ  მანამდე არსებული რკინის კონტრქუცია ჩაანაცვლა. ხელახალი მშენებლობის შემდეგ, ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაცია არ ჩატარებულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics