|
2026-03-19 17:25:23, 2880 ნახვა
პოლიტიკა
სომხეთი უმაღლეს დონეზე მიიღებს მონაწილეობას პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიაში
სომხეთის ხალხისა და საკუთარი სახელით, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა კიდევ ერთხელ გამოხატა გულწრფელი სამძიმარი საქართველოს მთავრობის, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და მოძმე ქართველი ხალხის მიმართ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო. - ამის შესახებ ფაშინიანმა კობახიძეს ტელეფონით უთხრა. ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა თბილი სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის. ამასთან სომხური მედიის ცნობით, სომხეთი უმაღლეს დონეზე მიიღებს მონაწილეობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიაში. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 19 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა ArmInfo-ს კორესპონდენტის კითხვას. „ამჟამად ჩვენ განვიხილავთ მონაწილეობის ფორმატს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. ჟურნალისტის კითხვაზე, თვლის თუ არა, რომ სრულიად სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიაში უნდა მონაწილეობდეს, ფაშინიანმა უპასუხა: „მე არ ვაღიარებ კტრიჩ ნერსისიანს (გარეგინ II) სრულიად სომეხთა კათოლიკოსად“. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას 1977 წლიდან, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მეთაურობდა. ბოლო წლებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. პატრიარქი საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 17 მარტს თბილისის კავკასიის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. საქართველოში გლოვა გამოცხადდა, რომელიც დაკრძალვის დღემდე გაგრძელდება. ილია II-ს 22 მარტს, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)